შევა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რეგიონებში კონსულტაციებს განაგრძობენ. კახეთის და ქვემო ქართლის შემდეგ, რეგიონალური შეხვედრა შედგა შიდა ქართლშიც.
"გრძელდება შეხვედრები, ყველა საკითხი არის ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. აქ არ ეხება საქმე მხოლოდ ერთ საკითხს, იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობა", სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს - რას და რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც ამოწურა საკუთარი რესურსი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაგებიც არის ყველასთვის, რომ ამ ტიპის შეხვედრების გარეშე, გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ და არსად ყალიბდება" - თქვა ნიკა მელიამ.
გორის ოფისში იმყოფებოდნენ ხაშურის, ქარელისა და კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.