აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

დღეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, 8 მარტის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების ისტორიული მიღწევაა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იქნა მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად.

ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამ დისკუსიების შინაარსის გასაჯაროება ან შეთანხმების ინტერპრეტაცია არ არის ჩვენი როლი.

დიალოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან - ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი – სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ.

***

JOINT STATEMENT BY THE FACILITATORS OF THE POLITICAL DIALOGUE

“The March 8 agreement was a historic achievement by the political forces of Georgia, intended to depolarize Georgia’s political system and create a better environment for the October parliamentary elections following the failure of promised constitutional amendments to move to fully proportional parliamentary elections in 2020. As facilitators to the dialogue, we assisted in creating a forum to build trust and allow for participants to make difficult compromises. It is not our role to make the content of those discussions public or to interpret the agreement.

The resulting agreement is well-known to the public. It was welcomed by Georgians and the international community alike. We note that this agreement is composed of two parts — one focused on the election system and the other on addressing the appearance of political interference in the judicial system. We call upon all sides to uphold the letter and spirit of both parts of the agreement with a view to its successful implementation. 

აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით ნათქვამია, რომ მათ ამ პროცესში დისკუსიების შინაარსის გასაჯაროების ან შეთანხმების ინტერპრეტაციის როლი არ აქვთ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი