ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში | სხდომას 20 ივნისს დაზარალებულები ესწრებიან

გამოქვეყნდა:

იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც ამნისტიის კანონპროექტის ორ ვერსიას განიხილავენ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებიც ესწრებიან. მათი თქმით, მიუღებელია კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა.

გიორგი სულაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე უნდა დაისაჯონ ის პირებიც, რომლებმაც აქციის ღამეს დარბევის ბრძანება გასცეს.

"20 ივნისის მონაწილე, თითოეული მაღალჩინოსანი საკადრისად უნდა იყოს დასჯილი და ვეწინააღმდეგები იმ ხელშეკრულების ხელმომწერებს და პროტესტს ვაცხადებ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს ამნისტია სახელმწიფომ სათავისოდ გამოიყენოს.
მოძალადეები არიან ის სიტყვის მთქმელები, რომლებმაც 20 ივნისის ღამე დაგეგმეს, თითოეულ იმ ადამიანს ვუყურებ ციხეში", - თქვა გიორგი სულაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტის ვერსია ხმათა უმრავლესობით მიიღო. კომიტეტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზოციის ალტერნატიული ვარიანტს მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში კანონპროექტების განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი