ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები და მერობის კანდიდატურაა. როგორც სხდომის დაწყების წინ, ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს უთხრა, როცა დრო მოვა, გაიგებენ, ვინ იქნება მათი კანდიდატი - ჯერ ვერ გაიგებთ, თუ ვინ იყრის კენჭს, თუმცა რთულად ამოსაცნობი არ იქნება. დღეს ვერ გაიგებთ - უპასუხა დავითულიანმა მედიას.
მან არც ის დააკონკრეტა გულისხმობდა თუ არა მოქმედ მერს - კახა კალაძეს.