ჩვენ გვინდა ვიხილოთ ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში - დეგნანი

გამოქვეყნდა:

გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ენმ-ც შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში მალე და დაიწყებს მუშაობას მნიშვნელოვან გამოწვევებზე რას საქართველოს წინაშე დგას - განცხადება ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს კახა კუჭავას შეხვდა:

ჩვენი პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში. უკვე , მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ზოგიერთმა იმ პარტიამ რომელმაც ხელი მოაწერა19 აპრილის შეთანხმებას , შევიდნენ პარლამენტში და წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის შემუშავებაში , იმუშავეს სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე . აი ასე უნდა იმუშაოს პარლამენტმა, გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ენმ იც შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში მალე და დაიწყებს მუშაობას მნიშვნელოვან გამოწვევებზე რას საქართველოს წინაშე დგას" ამბობს კელი დეგნანი.

​შეხვედრაზე კუჭავასთან ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი