პარლამენტი მწვავე დებატების რეჟიმს უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის ოცნებისეული ვერსიის განხილვისას საკომიტეტო მოსმენაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. მიუხედავად იმისა რომ მმართველი გუნდის წევრებმა უშუალოდ დაზარალებულებისგან მოისმინეს უმძიმესი ისტორიები გავრილოვის სისხლიანი ღამის სასტიკი დარბევის შესახებ, "ოცნება" ოპონენტებზე თავდასხმებით ცდილობდა საკუთარი პოზიციების დაცვას.
მოწოდებისა და პროტესტის მიუხედავად ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არაფერი შეცვლილა. 20 ივნისის ამნისტიით ჯალათები და დაზარალებულები ისევ გათანაბრებულები არიან და მმართველ გუნდს ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი რჩება მიზნის მისაღწევად, გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან ყველა მოძალადე და სისხლიანი დარბევის ბრძანების გამცემი.
იხილეთ ასევე: