შევა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რეგიონებში თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს აგრძელებს. ნიკა მელიამ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს იმ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა, რომლითაც ოლიგარქის რეჟიმს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას ემხრობიან. მათი შეფასებით, პარტიამ ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოდანაც უნდა გააგრძელოს.
გორის რაიონულ ორგანიზაციაში შეხვედრამდე კი ნიკა მელია ქვემო ქართლში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერები თვლიან, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია მოახერხონ და ერთობლივად დაუპირისპირდნენ ოლიგარქს.
რეგიონული შეხვედრები კი თელავიდან დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს და ხვალ უკვე იმერეთში ჩავა.