უზენაესი საბჭო პროცესს არ აჩერებს, პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ჯანეზაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს იუსტიუციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭომაც და პარლამენტმაც უარყვეს შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნა იმის შესახებ რომ შეაჩერონ იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

ჯანეზაშვილი პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს.

"საბჭომ მხედველობაში არ მიიღო შეთანხმების დოკუმენტი და ის ნაწილი ტექსტის, სადაც შეჩერებაზე წერია. ხოლო პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები არ შეიტანა კანონში, რომ დაევალდებულებინა საბჭო ასე მოქცეულიყო. საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი, რომ საქართველოს პარლამენტი ხელს იშვერს საბჭოსკენ საბჭო კი პირიქით, პარლამენტისკენ. 

მიშელის დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ეხება უზენაესის სასამართლოს შერჩევის შეჩერებას არ სრულდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს საბჭო ამ პროცესს არ აჩერებს და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დებულების შესრულებაზე", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი