დღეს პარლამენტი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის განხილვას იწყებს - შეფასებები

გამოქვეყნდა:

პარლამენტი დღეს, 25 მაისს 20 ივნისის ამნისტიის კანონის განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" პროექტის მიხედვით, ამნისტია ეხება ყველას, ვისაც 20 ივნისის მოვლენების გამო, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს ან შესაძლოა, პასუხიმგებლობა მომავალში დაეკისროს. ამნისტიის გავრცელებას ბრალდებულის თანხმობა სჭირდება.

"ხდება სპეკულაციები ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაზარალებულები გახლავთ სამართალდამცველები, შესაბამისად, რას აცხადებენ ისინი საბოლოო ჯამში შედიან ალოგიკურ ვითარებაში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ოპოზიიცის შეფასებით, კანონპროექტის ეს ვარიანტი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს არღვევს და 20 ივნისის დაზარალებულების დამნაშავეებთან გათანაბრება დაუშვებელია.

"ვიცით, რომ მათ აქვთ უმრავლესობა და შეუძლიათ ძალის პოლიტიკის განხორციელება, მაგრამ ასე მიღებული, ძალით მიღებული ამნისტია, არასდროს, არცერთ საზოგადოებაში არ იწვევს დე პოლარიზებას, დე პოლიტიზირებას, პირიქით, ის აჩენს ახალ იარებს" - თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში ამ დრომდე არ შესულან მოუწოდებენ კოლეგებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ მისცენ შესაძლებლობა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოიხსნან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, "ნიკა მელიას პოზიცია ცნობილია, ის არ თანამშრომლობს კანონპროექტის ავტორებთან, შესაბამისად ერთადერთი, ვისაც შეეხება ამნისტია არიან პოლიციელები,რომლებმაც იძალადეს 20 ივნისს, ასევე, ჩადებულია ნაღმი, რომელიც ითვალისწინებს ნიკა მელიას ხელახლა დაკავებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი