"ქალბატონი ნათია თურნავასგან ცოტა არასერიოზული ხომ არ არის, დიალოგის ისეთ რეჟიმში შემოთავაზება, როდესაც გაიპარა ჩვენი დიალოგიდან", - ასე პასუხობენ "რიონის ხეობის მცველები" ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეთავაზებას, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს ხელისუფლებასთან დიალოგზე წავიდნენ.
"ქალბატონმა ნათიამ ჩვენ თავად გვიბიძგა, რომ გარეთ გამოვსულიყავით და ახლა კიდევ გვეპატიჟება დიალოგზე? ძალიან არასერიოზულია, ხელისუფლებამ ამოწურა ყველა რესურსი, ჩატეხა ყველა ხიდი, გადაკეტა ყველა საზღვარი და მართლა არასერიოზულია ახლა მოლაპარაკებებზე საუბარი", - ამბობს მაკა სულაძე.
რაც შეეხება დღევანდელი აქციის გეგმას, რომელიც 16:00 საათზე უნდა დაიწყოს აქციის ორგანიზატორები კონკრეტულად არაფერს ამბობენ, თუმცა თქვეს ის, რომ იგეგმება მსვლელობა, ასევე შესაძლებელია გადაიკეტოს გზებიც.