პრორუსული დაჯგუფების ლიდერი, პარტია "ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე, სოლიდარობას უცხადებს ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტსა და გამოდის ინიციატივით, რომ ნამოხვანჰესის აშენებაზე საერთო სახალხო რეფერენდუმი ჩატარდეს.
"ჩვენ ვხედავთ ხისტ, მოუქნელ, არადიპლომატიურ, მე ვიტყოდი არასახალხო ორიენტაციის მქონე პოზიციას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აცხადებს, ჯერ რიონის ხეობის მოსახლეობამ და მერე მთელმა ქვეყანამ რაღაც ვერ გავიგეთ, ვერ აგვიხსნეს წესიერად რა კარგია ეს პროექტი ამ სახით რა სახითაც ის უნდა განხორციელდეს. ასეთი პოზიცია სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებასა და პროტესტს იწვევს. წინააღმდეგობის ტალღა ფართოვდება, პროტესტის მასშტაბი იზრდება და ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ ხელოვნურად შექმნილ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ არ ჩანს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი. კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად", - ამბობს ვასაძე.
ვასაძემ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი ამ აქციების ორგანიზებასთან ან მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: