ანტარქტიკას ყველაზე მასიური, თბილისზე 6-ჯერ დიდი აისბერგი მოწყდა

გამოქვეყნდა:

ვედელის ზღვაში მდებარე რონის ყინულის შელფის დასავლეთ მხარეს უზარმაზარი აისბერგი მოწყდა. მას A-76 უწოდებენ და მისი ფართობი 4320 კმ2-ია - ის მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგია.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიის, Copernicus Sentinel-1-ის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ აისბერგი სიგრძეში 170 კმ-ია, ხოლო სიგანე 25 კმ-ს აღწევს. ის ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ოდნავ დიდია, ხოლო ჩვენს დედაქალაქს თითქმის 6-ჯერ აღემატება.

ანტარქტიკას თბილისზე 6-ჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა.

A-76-მა პირველი ადგილი მეორე გიგანტურ აისბერს, A-23A-ს ჩამოართვა, რომლის ზომაც 3880 კმ2-ია და ისიც ვედელის ზღვაში მდებარეობს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ზომები, ამ წლის თებერვალში ბრუნტის ყინულის შელფიდან მოწყვეტილი აისბერი A-74 მხოლოდ 1270 კმ2 იყო.

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გიგანტური აისბერგის მოწყვეტის ანიმაციაც კი გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე:

აისბერგი კუნძულ მალიორკასა და ნიუ-იორკ სიტიზე დიდია

ყინულის შელფებიდან აისბერგის დაბადება სტანდარტული მოვლენაა. ყინულის შელფებისა და, ზოგადად, ამ არეალის შემსწავლელი მეცნიერების თქმით, აისბერგები მაინც მოწყდებოდნენ, რომ არა ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, და მათ სოციალურ მედიასთანაც გამოთქვეს პრეტენზია იმის გამო, რომ ისინი ზედმეტად აბუქებენ ამ ყველაფერს და კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდადი ტემპერატურები თავის როლს აისბერგების წარმოქმნაში მაინც ასრულებს.

ანტარქტიკაზე კლიმატის ცვლილების სხვა უამრავი ნიშანი არსებობს. დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის შელფებში თბილი წყალი იჭრება, რამაც შესაძლოა შუეჩერებელი კოლაფსი გამოიწვიოს, თუ კლიმატი კვლავ გათბება. ფაქტობრივად, ანტარქტიკის რამდენიმე ყინულის შელფი და მყინვარი ზომაში მცირდება. 1992 წლიდან, კონტინენტს 3 ტრილიონი ტონა ყინული მოსცილდა და დაკარგვის ტემპი დროთა განმავლობაში იზრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი