ჩვენ არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას - გოლეთიანის განმარტება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი 26 მაისზე გაკეთებულ მისივე განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩაშლას არავინ გეგმავს. 

"რა თქმა უნდა არავინ გეგმავს მეგობრებო, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და უბრალოდ ღონისძიებას შევუშლით ხელს, ეს არ იყო ნაგულისხმები ჩემ სიტყვებში რასაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია, რომ თითქოს რაღაც ღონისძიების ჩატარებას ხელს ვუშლით. 

აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არ არის ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს, აი ასეთი, ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი",- თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

მისი განცხადებით, თუ რესპუბლიკის მოედანზე იმიტომ იკრიბებიან, რომ პრეტენზიები ხელისუფლებასთან აქვთ და ამის არგუმენტებიც გააჩნიათ, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა უნდოდეთ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მომენტში ამ ადამიანების მოსმენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი