თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხებს შეიძლება გაუცვდეთ - ზილფიმიანი

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი, ამომრჩევლის თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგია, როგორც ზილფიმიანი ამბობს, "მშრომელ ადამიანებს, შეიძლება თითის ანაბეჭდი გაუცვდეთ".

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო კოდექსს განიხილავენ. 

"მე წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ მაგალითად, გლეხს, ასევე, ვიღაც მარტენის ღუმელთან არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირებით [ხმის მიცემის], მაგრამ სანამ ეს იქნება შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით მოხდეს ხმის მიცემა... ეს "იმიჯ დეთექშენს" აკეთებს, ანუ გამოსახულების დაფიქსირებას ახდენს, რომ მწვანე მისცეს [ამომრჩეველს არჩევნებში] მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ოქტომბერში მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ვერც ვიყიდით და არც გვექნება ოპტიკური მთვლელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, რამენაირად უნდა აღვჭურვოთ ელექტრონული სისტემით", - ამბობს ზილფიმიანი.

 შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი