20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა ხუთშაბათამდე, 27 მაისამდე გადაიდო - გადაწყვეტილება ოპოზიაციასა და მმართველ გუნდს შორის, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გამართული საგაგნებო შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხუთშაბათს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" გარკვეულ დათმობაზე წავა და მხარეები საერთო დოკუმენტზე შეჯერდებიან. ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება პოზიციების დაახლოება.
"შევჯერდით, რომ დღეს პირველი მოსმენით განხილვა არ იქნება ამნისტიის შესახებ კანონის. ამავდროულად, შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს სამუშაო შეხვედრას გავმართავთ, რათა პოზიციების დაახლოება მოხდესა და ეს განსხვავებები აღმოიფხვრას. მოხდება თუ არა შეთანხმება დრეს ამის პროგნოზირება ძალიან რთულია", - ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, კანონპროექტში არ უნდა არსებობდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობა.