"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმერეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება.
პარტიის ლიდერის თქმით, მისი მიზანი იყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვედროდა და პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოესმინა.
"მიხარია, რომ ვარ იმერეთში და ვხვდები მეგობრებს და არა პარტიის წევრებს, არა აქტივისტებს და არა პოლიტიკურ თანამოაზრეებს, პირველ რიგში მინდა მადლობის თქმა, ამის შემდეგ უამრავ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ხედვები გავუზიაროთ ერთმანეთს რას ვაპირებთ ოქტომბრის თვეში",- თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ნიკა მელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეგიონებში ჩასვლის შემდეგ გამოაცხადებს.