"მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, რომ მასზეც გავრცელდეს" - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი ამ კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს არის მარტივი პოლიტიკური საკითხი, ამაზე ბუნებრივია, შესაძლებელია, გაგრძელდეს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ზოგადად, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, ამისთვის არის კონსულტაციები, გაგრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას".

- ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და ამჟამად "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი