საკითხები, რომლებსაც ბაიდენი პუტინთან შეხვედრისას განიხილავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სტრატეგიული სტაბილურობის, უკრაინისა და ბელარუსის საკითხებს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. 

"ველოდებით, რომ ისინი საკმარის დროს დაუთმობენ სტრატეგიულ სტაბილურობას, რაც შეიარაღებაზე კონტროლს ეხება" - განაცხადა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ.

მისივე თქმით, ბაიდენი უკრაინის საკითხის წამოწევასაც გეგმავს: "პრეზიდენტი გეგმავს ხაზი გაუსვას ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ".

პსაკი ამბობს, რომ მომდევნო დაგეგმილი თემა ბელარუსი და ამ საკითხზე, ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმული შეშფოთებაა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი