25 მაისის დილით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აქტივისტებმა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის წინ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ახალი ბანერი დადგეს.
როგორც ისინი "მთავარი არხის" ვებგვერდთან ამბობენ, ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი მდგარიყო და მისი დაზიანების მიზნით, პროვოკატორიც კი მიუგზავნეს.
უცხოელი მეგობრები ჩამოდიან 26 მაისს, უამრავი სტუმარი იქნება ჩამოსული და ივანიშვილს არ უნდა, ამ ხალხს რუსთაველზე მიშას ბანერი აჩვენოს. ეს ბანერი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ერთი თვის წინ გააკეთეს, მაგრამ იმის გამო ჩამოხიეს პროვოკატორებმა, რომ 26 მაისს არ ყოფილიყო. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დავუდექით მათ გვერდით და გავაკეთეთ ბანერი და დგას პარლამენტთან ლოზუნგით "შევხვდებით რუსთაველზე". მისი ჩამოსვლის კამპანიასაც ამ ხალხთან ერთად, სათავეში ჩვენ ჩავუდგებით. ისიც რომ ჩამოვიდეს, დაბრუნდეს და ყველა პოლიტიკოსს სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის საშუალება მიეცეს, - ამბობს ნიკა ნარსია.
იხილეთ ასევე: