სრული აბსურდი - ასე პასუხობენ სამოქალაქო აქტივისტები არჩილ თალაკვაძეს.
პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე აქტივისტებს, რომლებსაც პარლამენტს შენობის წინ კარვები აქვთ გაშლილი და გაყალბებულ არჩევნებს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ, კარვების აღებისკენ მოუწოდა, რაზეც აქტივისტები უარს ამბობენ.
მათი თქმით, "პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად, ბოლომდე იდგებიან"
საქართველო არ იმსახურებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს, მას შემდეგ რაც ფართო პოლიტიკური შეთანხმება შედგა, პარლამენტის წინ იყოს აქცია ასეთი სახით - თქვა გუშინ არჩილ თალაკვაძემ.