ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან სპეციალური ვიდეო Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
"ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველო, ამჯერად თქვენი ახლო პარტნიორი უკრაინიდან. 26 მაისი არის შეხსენება იმის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ", - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.