26 მაისის აღსანიშნავად ტორონტოში საქართველოს დროშა პირველად აღიმართა 

გამოქვეყნდა:

კანადის ყველაზე დიდ ქალაქ ტორონტოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა პირველად აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

დროშა საელჩოს მიმართვის საფუძველზე მერიამ აღმართა.

 "ვულოცავთ ტორონტოში და კანადის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საელჩო კიდევ ორ ღონისძიებას გამართავს: დილით საქართველოს დროშა საზეიმოდ აიწევა კანადის დედაქალაქ ოტავაში და საღამოს ნიაგარას ჩანჩქერი ქართული დროშის ფერებში განათდება", - წერს საელჩო. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი