
ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს ეტლი დაუტოვა.
ჯემალ ჭელიძე რამდენიმე დღეა რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს. ის დაკავებული მოჭიდავეების, ძმები ჭელიძეების მამაა. მისი თმით, დამოუკიდებლად არც გადაადგილება და არც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება არ შუძლია. ჭელიძე მთავრობას პირადი ასისტენტის დანიშვნას სთხოვდა.
დღეს მან რიჟვაძეს ეტლთან ერთად მთავრობის სახლთან საპენსიო ბარათიც დაუტოვა.

შსს-მ ბათუმში 6 პირი 15 აპრილს დაკაავა. მათ ბრალად ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. ექვსივე დაკავებული 12 აპრილს, გუმათში ნამახვანჰესისი მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.