იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლის არჩევაზე მსჯელობს. დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად მოსამართლეები პროცესის შეჩერებას არ გეგმავენ და ამბობენ რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაკომპლექტდება, სასამართლოების მუშაობა გართულდება.
მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები იუსტიციის სკოლასთან, რომლებიც რიგგარეშე კონფერენციის გადადებას ითხოვენ - "კლანი უნდა დასრულდეს" - ამბობენ ისინი.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე შელაპარაკება იყო "სირცხვილიას" აქტივისტს, ნოდარ რუხაძესა და საბჭოს წევრს, ლევან შენგელიას შორის.