ელჩები ადასტურებენ იმ სულისკვეთებას, რაც დოკუმენტში წერია - მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების განცხადებებს, სადაც ისინი 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებაზე მიუთითებენ, "ქართული ოცნების" ლიდერები აფასებენ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დიპლომატები სწორედ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე შეთანხმება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე შედგა და იქ პოლიტპატიმრების შესახებ საუბარი არ ყოფილა. 

ისინი ადასტურებენ იმ შინაარსსა და სულისკვეთებას, რაც არის მითითებული დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. ანუ, შინაარსსა და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება. ანუ ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე, რაც დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია და არა იმაზე, რასაც ყვებოდნენ და ატყუებდნენ საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები, - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპული დიპლომატების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მორიგი გაფრთხილება ახლა უკვე ვაშინგტონიდან მიიღო. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 8 მარტს მიღწეული ყველა შეთანხმება შეასრულოს. 

გარდა ამისა, განცხადება გაავრცელეს იმ ელჩებმა,რომლებიც შეხვედრებში მონაწილეობდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ეხება საარჩევნო სისტემას, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი