კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე - ზალკალიანი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებზე

გამოქვეყნდა:

იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულიტიმატუმებით გარჩევა - ასე ეხმაურება დავით ზალკალიანი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს.

საგარეო საქმეთა მინისტრი გეოპოლიტიკურ ვითარებასა და საჭირო ენერგორესურსებზე საუბრობს:

ნახეთ, ჩვენ როგორ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიმყოფებით - ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც მძლავრი ენერგორესურსები გააჩნია, მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულიტიმატუმებით გარჩევა. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, შეთავაზება სხვადასხვა ფორმატების გამოყენების, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იგივე ენერგოუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტის მოპატიჟებით და მათი ჩართულობით", - ამბობს ზალკალიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი