
იუსტიციის სკოლაში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლის არჩევაზე მსჯელობენ, ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი საბჭოში კენჭს 4 დასახელებულ კანდიდატს უყრიან.
კონფერენციაზე უკვე დაასახელეს ის კანდიდატები, რომლებიც ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.
კერძოდ, ეს კანდიდატები არიან:
კანდიდატების სახელები არაერთ გახმაურებულ სამქეს უკავშირდება. კანდიდატებს შორის არის თემურ გოგოხია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ოყო, 20 ივნისის საქმეზე მელიას გირაო სწორედ მან შეუფარდა.
ასევე მათ შორისაა ბირჟა მაფიის საქმის მოსამართლე, ბადრი შონია. საქმე სასამართლოში დაუსაბუთებელი მიზეზით შეწყდა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი არ შეაჩერეს. კონფერენცია იუსტიციის სკოლაში დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობს. ამავე თემაზე:
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.