"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატოში, რადგან თქვენ ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობის მშენებლობას. ხაზგასმით აღვნიშნავ, პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა - "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს"
თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლის დროს.