ანაკლიაში "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების ორგანიზებით აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წევრები ანაკლიის პორტის შესასვლელთან ბანერებით მივიდნენ.
ისინი გაჩერებული პორტის პროექტის განახლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სწორედ ესაა აფხაზეთის დაბრუნების გასაღები, საქართველოს გაერთიანების სამომავლო პროექტი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტი ევროპასთან ხიდია, მისი შეჩერება კი რუსეთის დაკვეთაა. "ლელოს" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ალიკა ახვლედიანის განცხადებით, პუტინის ნებას ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი ასრულებს.
"ლელოს" ახალგაზრდულმა ფრთამ და მოქალაქეებმა ფართომასშტაბიანი აქციების დაწყება დაანონსეს.
ავტორი: ემა გოგოხია.