პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა და 10 თავისუფლებაღკვეთილი მსჯავრდებული და 2 პირობით მსჯავრის მქონე პირი შეიწყალა.
აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.