მყინვარების დნობის გამო, გრენლანდიის სანაპიროები ვერცხლისწყლით ბინძურდება

გამოქვეყნდა:

გრენლანდიაში ყინულის დნობამ ქვეყნის მდინარეები და ფიორდები ვერცხლისწყლის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მოწამლა. სამი მყინვარის ქვევითა დინებაში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სანაპირო ეკოსისტემებში მძიმე მეტალების დიდი კონცენტრაციაა, რომლებმაც შესაძლოა ტოქსიკურ დონესაც მიაღწიოს.

სამ მყინვარულ მდინარესა და სამ ფიორდში განსაზღვრული ვერცხლისწყლის რაოდენობა იმდენად კატასტროფული იყო, რომ ასეთი კონცენტრაცია ისტორიაში არ აღურიცხავთ. მკვლევრების თქმით, ფაქტობრივად, კონცენტრაციის დონე ინდუსტრიული ჩინეთის დაბინძურებულ სანაოსნო კალაპოტებს ემთხვევა. მსოფლიოს ვერცხლისწყლით დაბინძურებაში ჩინეთს ყველაზე დიდი როლი უკავია: მისი წილი ერთი მესამედია.

გრენლანდიის მყინვარები იმ საშინელი სცენარით მიმდინარეობს, როგორებსაც მოდელირებები წინასწარმეტყველებდა. ექსპერტები იმაზე დარდობენ, რომ მყინვარებში უფრო მეტი „დატყვევებული“ ვერცხლისწყალი გამოთავისუფლდება გარემოში.

ვერცხლისწყალი ბუნებრივი და ფართოდ გავრცელებული ელემენტია, რომელიც ტყის ხანძრების, ვულკანური ამოფრქვევებისა და ეროზიის შედეგად გამოიყოფა. ამის მიუხედავად, უკანასკნელ 150 წელიწადში, ადამიანთა ინდუსტრიულმა აქტივობამ დედამიწის ატმოსფეროში უფრო და უფრო მეტი ვერცხლისწყლის გამოყოფას შეუწყო ხელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი