ქართველი ხალხის არჩევანი იყო და არის ქრისტიანობა და ტოლერანტულ გარემოში თანაცხოვრება - თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ჩვენი ვალია თავდაცვის ძალების გაძლიერება გავაგრძელოთ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას

მისი თქმით, წლების განმავლობაში ქართული ჯარი ქვეყნის დაცვის მთავარი საყრდენია და დღესაც მოქალაქეების მხრიდან უმაღლესი ნდობით სარგებლობს.

"საქართველოს თავდაცვის ძალები განვითარდა თანამედროვე და ბრძოლისუნარიან ძალად, რომელიც ყოველთვის მზად არის დაიცვას სამშობლო და იზრუნოს გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად. საქართველოს მთავარი იდეა და ქართველი ხალხის არჩევანი იყო და არის ქრისტიანობა და საქართველოს მოქალაქეების ტოლერანტულ და თავისუფალ გარემოში თანაცხოვრება. [...] 

ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაძლიერდება ევროატლანტიკური ინტეგრაციით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი თავდაცვის ძალებს მიუძღვით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი