იუსტიციის სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს. ისინი ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.
კერძოდ, ესენი არიან:
არჩევის პროცესი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა - აქტივისტები სკანდირებდნენ "სირცხვილი".
მათი სახელები არაერთ გახმაურებულ სამქეს უკავშირდება. თემურ გოგოხია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის ნიკა მელიას საქმის მოსამართლე იყო, 20 ივნისის საქმეზე მელიას გირაო სწორედ მან შეუფარდა.
ასევე მათ შორისაა "ბირჟა მაფიის" საქმის მოსამართლე, ბადრი შონია. საქმე სასამართლოში დაუსაბუთებელი მიზეზით შეწყდა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი არ შეაჩერეს. კონფერენცია იუსტიციის სკოლაში დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ავტორი: ნინო ღვედაშვილი