დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს ხვდება | ექსკლუზიური კადრები რუსეთიდან

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებლობის დღის უნიკალური აღნიშვნა - "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ლევან ვასაძის ვიდეოკადრები. მასალა ერთი საათის წინ მოსკოვშია გადაღებული. ახალი პოლიტიკური მოძრაობის ერი-ს დამფუძნებელი რუსეთის დედაქალაქში იმპერიალისტური იდეოლოგიის აპოლოგეტად ცნობილ ალექსანდრე დუგინს ხვდება. 

მაშინ, როდესაც მთელი საქართველო დღეს სწორედ რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს და მაშინ, როდესაც დღეს მთაწმინდის პანთეონში ქვეყანამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გენერალი დაკრძალა, ლევან ვასაძე, რომელიც მუდმივად პატრიოტული თემებით საზოგადოების მანიპულირებას ახდენს, მოსკოვში საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ მტერს ხვდება.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა. დუგინი ასევე დაკავშირებულია "ოჯახების მსოფლიო კონგრესთანაც", რომლის რეგიონულ კონფერენციასაც 2014 წელს საქართველოში სწორედ ლევან ვასაძემ უმასპინძლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი