
კონსულტაციებისთვის უკრაინიდან გამოწვეული ელჩი ჩამოვიდა და ორკვირიან სავალდებულო კარანტინშია. თეიმურაზ შარაშენიძე სამშობლოში, "ქართული ოცნების" მოთხოვნით, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დაინიშნა.
როდის შეხვდებიან მას მმართველი გუნდის ლიდერები უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება.