არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეფორმაზე კუჭავას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

11 ოპოზიციური პარტია, რომლებსაც მე-10 მოწვევის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავთ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმაა.

პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ, რომელიც მათი აზრით, კანონპროექტში მეორე მოსმენისას უნდა აისახოს.

საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციისთვის ვენეციის კომისიას 20 მაისს გადაეგზავნა. რეფორმებზე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში იმუშავეს.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ კი პროექტის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი