კავშირები ინვესტორებთან, კორუფციის დამარცხება - ზელენსკი სააკაშვილის დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება რეფორმებში და მისი კავშირები ინვესტორებთან - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ მიზეზებს ასახელებს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარ რეფორმატორად დანიშვნა განაპირობა. 

ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გასულ კვირას დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი