პანკისში ნამახვანის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პანკისში მცხოვრები თემურ ცათიაშვილი და მისი ქალიშვილი დუისის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მათ ინტერესებს დაიცავს საიას თელავის ოფისის  წარმომადგენელი. პროკურატურამ გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო.

მამა-შვილმა სამართალდამცავებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, თუ რა მოხდა მას შემდეგ რაც სოფელ ძიბახევში "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ოჯახი ყვება, რომ აქციის დასრულების შემდეგ მათთან პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ერთი ჯგუფი მივიდა, ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მარიამ ცაციაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"მეც დიდი ხანია ჩართული ვარ რიონის ხეობის მცველების მახარდაჭერაში, მუდმივად, აქტიურად გამოვხატავ ჩემ მხარდაჭერას, 21 აპრილს როცა ჩამოვედი რიონის ხეობიდან გადავწყვიტე პანკისის ხეობაში შევხვედროდი მეგობრებს, გადაწყდა, რომ პანკისის ხეობიდან სოლიდარობა გამოგვეცახდებინა. 23-ში როცა განცხადებებს ვაკრავდი, მანქანით გზა გადამიკეტეს, ბიკანისა და ჯოყოლოს მონაკვეთში, გამაფრთხილეს, იქ 3 პიროვნებაა, სახელებს არ ვასახელებ, როგორც ვიცი იდენტიფიცირებულები არიან ეს პირები. ერთ-ერთმა განცხადებები სახეში მომაყარა და მითხრა, რომ მსგავსი რაღაც არ განმეორდეს", - თქვა თემურ ცითიაშვილმა. 

მარიამ ცითიაშვილი ამბობს, რომ ფაქტს პოლიციელებიც შეესწრნენ, თუმცა მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამავე თემაზე:

ავტორი: ია გულიაშვილი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი