ბაია კვიციანი, სანდრო რაქვიაშვილი, გელა სამხარაული - პარლამენტს ახალი დეპუტატები ჰყავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა გამოკლებული წევრების - ირაკლი სესიაშვილის, მარიამ ქვლივიშვილისა და სალომე მუჯირის ადგილმონაცვლეები დაამტკიცა.

პარლამენტს 3 ახალი დეპუტატი ეყოლება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ირაკლი სესიაშვილისა და მარიამ ქვლივიშვილს, შესაბამისად, გელა სამხარაული და ხათუნა [ბაია] კვიციანი ჩაანაცვლებენ.

"გირჩის" დეპუტატ სალომე მუჯირს კი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

სამხარაულის უფლებამოსილებას მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო. კვიციანის 85 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი, რაქვიაშვილს კი - 88 მომხრე და ასევე, არცერთი წინააღმდეგი.

გელა სამხარაული მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".

ბაია კვიციანი კი "დალოოდის" ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა. 

რაც შეეხება რაქვიაშილს, რომელიც "გირჩის" დეპუტატია პროფესიით ეკონომისტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი