თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე დღეს "ფორმულას" დირექტორსა და "ინტერმედიას" დამფუძნებელს, ზუკა გუმბარიძეს დაკითხავენ.
პროცესის დაწყებამდე ზუკა გუმბარიძემ თქვა, რომ პროცესი ხელისუფლების მხრიდან იმ ინტერესის გაგრძელებაა, რასაც ის კრიტიკული მედიების მიმართ იჩენს.
"ეს წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას იმ პოლიტიკისა, როდესაც ხელისუფლება არაჯანსაღ ინტერესს იჩენს კრიტიკული მედიის მიმართ და ეს პროცესიც სწორედ ამის გაგრძელებაა, თუმცა, ბუნებრივია მე დღეს მივალ პროცესზე და ყველა კითხვაზე გავცემ ისევ პასუხს, რადგანაც "ინტერმედია" ამ საქმეში კიდევ ერთხელ ვამბობ არანაირად კანონის გადაცდომაზე არაა საუბარი",- თქვა გუმბარიძემ.
ამავე თემაზე: