მაინც ისე დამთავრდება, როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები - ნიკა გვარამია სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე, ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის და "ინტერმედიას" დამფუძნებლის, ზუკა გუმბარიძის დაკითხვა იგეგმება. 

როგორც ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, სასამართლო არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება და ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები.

"იმედი მაქვს ზუკას[ გუმბარიძეს] თავს არაფერი გადახდება, თუმცა რატომ მაქვს არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება იმას, რა მოხდება, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება?! ხომ მაინც ისე დამთავრდება როგორც ვიცით ყველამ არა? როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები...ასე ნებისმიერ ადამიანზე რაღაცის შეთხზვა შეიძლება. შეთხზვას ხომ ფარგლები არ აქვს?! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რა მოხდება? რა პროგნოზი მაქვს? არ მაქვს არანაირი პროგნოზი, იმიტომ, რომ უსამართლობაა კანონის გარეშე მოქმედება. კანონზომიერებებს არ ემორჩილება. ნორმალური სასამართლო, რომ იყოს პროგნოზიც მექნებოდა, პროგნოზი კი არა საერთოს არ იქნებოდა ეს პროცესი", - ამბობს ნიკა გვარამია.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, ნიკა გვარამიამ თქვა: "გამამართლებელი განაჩენი დაუყენებიათ ამ ქვეყანაში? პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მით უმეტეს". 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი