აწუხებთ ხმაური, ამიტომ მოიგონეს ეს აბსურდული ბრალდება - გოლეთიანი შსს-ზე

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველი, ვარალამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯებირების დაზიანებაზე გამოძების დაწყებას აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, დაზიანებები არა რკინის ჯებირებს, არამედ რიონის ხეობის მცველებს აქვთ.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, აქტივისტებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას გეგმავენ რიონის ხეობის მცველები.

"რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელებზე, შეგიძლიათ ნახოთ, არანაირ ქვას არ ურტყამდა არავინ.

აწუხებთ ხმაური, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი და ეს ხმაური აუცილებლად გაგრძელდება ამ ჯებირზე. ამიტომ მოიგონეს ეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს დაზიანდა რკინის ჯებირი. ცდილობენ, რომ ასეთი უსუსური მეთოდებით ეს პროტესტი შეაჩერონ.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ტიპის პროტესტი ისეთი მეთოდით შეჩერდება, რა მეთოდითაც დღეს ვიხილეთ იმ განცხადების სახით, მართლა არაადეკვატური და არასერიოზულია, მართლა რაც უნდათ ის აღძრან.

პროცესი, რაც გუშინ იყო იგივენაირად გაგრძელდება, რაღაც გვაქვს დაგეგმილი, წინასწარ არ გვინდა გავახმოვანოთ და ხვალიდან ვიწყებთ დამატებით შეზღუდვით პროცესებს",-თქვა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოიძიება დაიწყო.  პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი