ამნისტია შეთანხმების დოკუმენტში ჩაიდო, რომ მელიას წინააღმდეგ დევნა შეწყდეს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ბატონო ანრი [ოხანაშვილი] ამ ტრიბუნიდან ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია საუბარი იმაზე, როგორ იცავდა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს ძალადობის გასამართლებლად. მათ შორის, სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დღესაცა არ იყო გამონაკლისი, სამწუხაროდ. მინდა პირველ რიგში თქვენ შეგახსენოთ, მათ შორის, აქ, ამ დარბაზში, რომ ამნისტიის ჩანაწერი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიდო, მედიატორების შეთავაზებით, ჩაიდო იქ სადაც არის სუბარი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე. ამ ამნისტიის იდეის ერთადერთი დანიშნულება იყო, სწორედ ის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და ამ ლიდერს ჰქვია ნიკა მელია. ახლა თქვენ აქ რამდენიც არ უნდა გვესაუბროთ შტურმზე, ნიკა მელიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ამნისტია მედიატორებმა შემოგვთავაზეს იმისთვის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ. ამიტომ, მსურს ზუსტად და საჯაროდ განგვიმარტოთ, დღეს ნიკა მელიას საჯარო პოზიციის პირობებში, რას ნიშნავს თქვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, კონკრეტულად, მის საქმესთან დაკავშირებით? შეეხება თუ არა ეს ამნისტიის კანონპროექტი ნიკა მელიას?

ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის "ოცნების" ვერსია განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი