14 წლის ბიჭთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცის დედა "მთავარ არხს" უყვება, რომ გამოძიებას საქმის მასალებში ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები უდევს. 40 წლამდე კაცს ბრალად დღის ბოლომდე წაუყენებენ.
დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და ამბობს, რომ მისი დაჭერით სკოლის დირექტორი იყო დაინტერესებული. დედა აღნიშნულის დასამტკიცებლად ამბობს, რომ 14 წლის ბიჭის ოჯახს, კერძოდ კი მამას დაკავებულთან პრეტენზიები არ აქვს.
"დიდი ხანია ჩვენ ყველაფერი ვიცითო, კლასელმა მითხრა არ ამბობდა ის ბავშვიო, ერთი კვირა არ იარა სკოლაშიო, რომ ვეუბნებოდითო, რავიო მეზარება სკოლაო. მერე წაყვა დირექტორი, მაკა თბილისშიო და იქ ძალით ათქმევინეს პოლიციაშიო. [ვიდეო ვინ გადაუღო] ვითომ კლასელებმა მიასწრეს იმ მიტოვებულ სახლში", - თქვა დაკავებულის დედამ.
ნათესავები ბრალდებულის მხრიდან "დატუქსვას" და ფიზიკურ ძალადობას აღიარებენ, თუმცა სექსუალურ ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამავე თემაზე: