ხელის მოწერამდე გეკითხათ დაზარალებულებისთვის - ოხანაშვილი სამადაშვილს

გამოქვეყნდა:

"ქალბატონო სალომე როდესაც დაზარალებულების სახელით საუბრობთ და აღებული პასუხისმგებლის გადატანას ცდილობთ დაზარალებულებზე, ეთიკურადაც და მორალურადაც გამართლებული იქნებოდა, ვიდრე დოკუმენტზე ხელს მოაწერდით და პასუხისმგებლობას აიღებდით, მაშინ გეკითხათ ჯერ დაზარალებულებთან, ან ვიდრე დააინიცირებდით კანონპროექტს მაშინ გაგევლოთ კონსულტაცია დაზარალებულებთან. თქვენ არც ერთი გააკეთეთ, არც მეორე. აიღეთ პასუხისმგებლობა ისე, რომ არ ჰკითხეთ აზრი დაზარალებულებს, ახლა გინდათ, რომ პოლიტიკურად სახე შეინარჩუნოთ და გადაიტანოთ ეს ისრები დაზარალებულებზე, რაც არაა ადეკვატური და სწორი"

მიმართა "ქართული ოცნების" ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის "ოცნების" ვერსია განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი