გომელაურის ახალი მოადგილე - საბანაძეს ბედოიძე ჩაანაცვლებს 

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კახა საბანაძე შალვა ბედოიძემ ჩაანაცვლა.

თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა საზოგადოებას თავი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში გამქრალი მტკიცებულების სკანდალით დაამახსოვრა.

მაშინ, ოპოზიცია შალვა ბედოიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვდა, თუმცა პოლიციის ყოფილი უფროსი, თანამდებობას ჩუმად განარიდეს, უწყებაში კი ის ვახტანგ გომელაურმა დააბრუნა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ძველი და სანდო კადრები, ვინც ყველა დავალებას უსიტყვოდ შესრულებს, გომელაურის უწყებას საარჩევნოდ სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი