"ქვეყანა დიდ პრობლემებშია შესული - ბევრს თავი გამარჯვებული ეგონა, როცა მელიას აკავებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს საპატრონო და ხელით სატარებელი გავხდით - ეს არის აქ პრობლემა, თორემ გააგრძელეთ ლაპარაკი იმაზე, რომ „ბულინგის“ მსხვერპლი და მიშა სააკაშვილის ადვოკატი ვარ"
ამბობს პარლამენტის დეპუტატი, "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის "ოცნების" ვერსია განიხილება.