იმედი მქონდა, ეს იქნებოდა ბოლო არასასიამოვნო პროცედურა სასამართლოზე ყოფნის - ზუკა გუმბარიძის დაკითხვა გადაიდო

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროა ის, რომ კიდევ ერთხელ მოხდება ჩემი დაბარება და სამწუხაროა ის, რომ მედიის მენეჯერებს უწევთ ამ ინტენსივობით სასამართლოში სიარული", - ასეთი კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მას შემდეგ რაც, თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმის სხდომა გადაიდო.

სწორედ აღნიშნულ საქმეზე იკითხებოდა მოწმედ, ზუკა გუმბარიძე.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ზუსტად ის შეკითხვები დაუსვა რაც პროკურატურაში დაკითხვისას.

მე იმედი მქონდა, რომ დღეს უკვე საბოლოოდ გაეცემოდა კითხვებს პასუხი და ეს იქნებოდა ბოლო არასასიამოვნო პროცედურა სასამართლოზე ყოფნის. ჩემს საქმეს შევუდგებოდი, რაც უნდა აკეთოს მედიამენეჯერმა, მაგრამ ამის მიუხედავად პროკურატურამ მოითხოვა პროცესის გადადება და ჩემი კიდევ ერთხელ მოყვანა სასამართლოში", - თქვა ზუკა გუმბარიძემ. 

ცნობისთვის, მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 16 ივნისამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე "ფორმულას" დირექტორი და "ინტერმედიას" დამფუძნებელი, ზუკა გუმბარიძე კითხავდნენ, თუმცა დაკითხვის დასრულება ვერ მოასწრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი