"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 16 ივნისამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე "ფორმულას" დირექტორი და "ინტერმედიას" დამფუძნებელი, ზუკა გუმბარიძე კითხავდნენ, თუმცა დაკითხვის დასრულება ვერ მოასწრეს. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო სასამართლოს სხდომაც.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი