უსახლკარო ტაქსის მძღოლი კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

პოლიციამ ბათუმში უსახლკარო მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა. როგორც  გივი ტურაშვილი ჰყვება, მას საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ამიტომ  ნაქირავები ავტომობილით ტაქსაობს და ღამესაც მანქანაში ათევს.  

ტურაშვილი სამართალდამცავებმა გვიან ღამით განყოფილებაში ძალის გამოყენებით წაიყვანეს და ალკოტესტის იძულებით აღების შემდეგ, 3000 ლარით დააჯარიმეს. მძღოლს 6 თვით მართვის მოწმობაც ჩამოართვეს. ტურაშვილი შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი